|
2016-07-28 13:50:41, 1928 ნახვა
საზოგადოება
შეღავათიანი მგზავრობის პლასტიკური ბარათების გამცემი სერვისცენტრი 29 ივლისს არ იმუშავებს
შეღავათიანი მგზავრობის პლასტიკური ბარათების გამცემი სერვისცენტრი, ვაჟა–ფშაველას გამზირი №99–დან ახალ მისამართზე გადასვლასთან დაკავშირებით, 29 ივლისს არ იმუშავებს. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული: „თბილისის მერია გაცნობებთ, რომ შეღავათიანი მგზავრობის პლასტიკური ბარათების გამცემი სერვისცენტრი, ვაჟა–ფშაველას გამზირი №99–დან ახალ მისამართზე გადასვლასთან დაკავშირებით, 29 ივლისს არ იმუშავებს. სერვისცენტრი მუშაობას განაახლებს 2016 წლის 1 აგვისტოს, მიცკევიჩის №29–ში და მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. თბილისის მერიის სერვისცენტრი, მეტროთი და ავტოტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის პლასტიკურ ბარათებს გასცემს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები ცალკეული კატეგორიის მოქალაქეებსა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებზე“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)