|
2016-07-28 10:40:27, 782 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ კანონი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება
„მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ კანონით ნათქვამი იქნა, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი წლის განმავლობაში გრძელდება“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ამ პროგრამით ყველამ უნდა ისარგებლოს და დაარეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ იფორმებდა. „მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ კანონით იქნა ნათქვამი, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის გრძელდება ერთი წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფასოდ მოქალაქეებმა ისარგებლონ ამ სერვისით. იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება, თუ სხვა სანოტარო მომსახურება. ასევე მოგვარდება ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ, რასაც ჰქვია უზუსტო ნახაზი, რაც გლეხს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის. ერთი წლის განმავლობაში ამ პროგრამით ყველამ უნდა ისარგებლოს და დაარეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ იფორმებდა", - აღნიშნა წულუკიანმა. ამასთან, პრემიერმა კვირიკაშვილმა თეა წულუკიანს სთხოვა, შეიქმნას რაიმე მექანიზმები, რომლითაც გამორიცხული იქნება ყველანაირი რისკი და არ დარჩება იმის შესაძლებლობა, რომ ბოროტად გამოიყენონ ეს კანონი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)