|
2016-07-28 09:57:28, 754 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: 5 ათასზე მეტმა პაციენტმა C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა წარმატებით დაასრულა
„შარშან აპრილიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, 12 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროგრამაში. 5 ათასზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა“,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მტავრობის სხდომაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალიან მაღალი წარმატების პროცენტია. მისივე თქმით, პაციენტების 12% სრულად განიკურნა. „შარშან აპრილში დაიწყო პროგრამა. იმისთვის, რომ პროგრამა დაწყებულიყო, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო. ეს გახდა მთავარი წინაპირობა, რომლითაც დაიწყო. ჩვენ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. შარშან აპრილიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, 12 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროგრამაში. ხუთი ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი. 12%-მა მიიღო სრული განკურნება. ამით გადავედით უფრო მაღალი გენერაციის პრეპარატზე და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტთა ნაკადი. აქმდე თუ შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში სამი ათას პაციენტზე. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 ათასი პაციენტისათვის, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაავადებითაა ინფიცირებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)