|
2016-07-27 15:44:02, 719 ნახვა
საზოგადოება
მერია: თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნის შემცველ ფაქტებს
თბილისის მერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერმერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს. ამასთან, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ყველა მოხელის მიმართ, ვინც მსგავს არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს,მიიღება უმკაცრესი ზომები, როგორ დედაქალაქის მთავრობის, ასევე,საგამოძიებო უწყებების მხრიდან. თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან“,-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)