14:28 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 14:22:52, 1176 ნახვა

ეკონომიკა
“სმარტის”, ”ვენდის” და “დანქინ დონატსის” ერთობლივი სასაჩუქრე აქცია დაიწყო

„სმარტის“, „ვენდის“ და „დანქინ დონატსის“ ერთობლივი სასაჩუქრე აქცია დაიწყო.

„სმარტის“ სუპერმარკეტებში ყოველი 30 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად 1 ლარიან ვაუჩერს, რომლის განაღდებასაც შეძლებს როგორც „სმარტშის“, ისე „ვენდისსა“ და „დანკინ დონატსში“. ეს „სმარტის“ პირველი შეთავაზებაა, როცა წამახალისებელ აქციაში როგორც „ვენდი“, ისე „დანკინ დონატსია“ ჩართული და მომხმარებელს დაგროვებული სასაჩუქრე ვაუჩერებით „სმარტის“ ნებისმიერი პროდუქტის შეძენის და საქართველოში ყველაზე პოპულარული ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნების შესაძლებლობას აძლევს.

“სმარტი“ მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით. აღნიშნული წამახალისებელი აქციით გვსურს მომხმარებელს მადლობა გადავუხადოთ ურთიერთობისათვის და „სმარტში“ ყოველი 30 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას მიღებული სასაჩუქრე ვაუჩერების სასურველ პროდუქტში გადაცვლის უფრო დიდი არჩევანი მივცეთ. ვფიქრობ, სასიამოვნო იქნება „სმარტში“ უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შეძენასთან ერთად გარკვეული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი საშუალებით „სმარტის“ ნებისმიერ პროდუქტს ან „ვენდისა„ და “დანკინ დონატსის“ ნებისმიერ გემრიელ მენიუს შეიძენ“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე,  

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics