|
2016-07-27 13:55:41, 724 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძული შემცირდება
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა წერეთლის გამზირზე, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძულის შევიწროვების ხარჯზე, გზის გაფართოების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მერიის ინფორმაციით, კუნძული 4 მეტრით შემცირდება და პროექტის მიხედვით, ოვალის ფორმას მიიღებს. ქვაფენილის ნაცვლად, რომლიც დემონტაჟიც უკვე განხორციელდა, დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებებს განახორციელებს. ამ ეტაპზე ბორდიურების მოხსნისათვის და გამწვანების სამუშაოების დასაწყებად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს. პროექტის მიზანია დიდუბის მეტროსთან, წერეთლის გამზირზე ავტომობილების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და საცობების შემცირება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „აღმაშენებელი“ აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)