|
2016-07-27 13:54:49, 730 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის N59-ის შენობაზე კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირ N59-ში მდებარე შენობის დასავლეთით, კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, შენობაზე ყვავილები და სხვადასხვა მცენარე ვერტიკალურად, კედელზე დამონტაჟებულ სპეციალურ მეტალის კონტეინერებში იქნება მოთავსებული, რომელზეც წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება. შენობების ვერტიკალური გამწვანება, მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. გარდა იმისა, რომ ქალაქის ვიზუალურ მხარეს ალამაზებს, გარემოს ეკოლოგიურ სისუფთავეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შენობის შიგნით ტემპერატურის დარეგულირებისთვის. მწვანე კედლის კონსტრუქციის მონტაჟის სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე უკვე მიმდინარეობს. რკინის კონსტრუქციისა და სარწყავი სისტემის აწყობის შემდეგ, კედელზე უშუალოდ მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება, რომელიც პროექტით გათვალისწინებულ ვადებში - წლის ბოლომდე დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)