|
2016-07-27 12:51:37, 657 ნახვა
საზოგადოება
NDI-ის კვლევის თანახმად, 77% ინფორმაციას ტელევიზიით, 14% -კი ინტერნეტით იღებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% ინფორმაციას ტელევიზიით იღებს, ხოლო 14% ინტერნეტით. კვლევის კითხვაზე: ძირითადად, რომელი წყაროებიდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ? პასუხები შემდეგნაირია. ტელევიზია: პირველი წყარო - 77%, მეორე წყარო - 12%; ინტერნეტი: პირველი წყარო 14%, მეორე წყარო - 22%, მეზობლები, მეგობრები: პირველი წყარო - 3%, მეორე წყარო- 9%, ოჯახის წევრები: პირველი წყარო - 2%, მეორე წყარო- 9%, თანამშრომლები: პირველი წყარო - 0%, მეორე წყარო - 1%, რადიო: პირველი წყარო - 0%, მეორე წყარო - 2%, ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან ვიღებ: პირველი წყარო 0%, მეორე წყარო - 25% და ა.შ. გამოკითხულთა 46% ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტს, 32% - არასდროს, 11% - კვირაში ერთხელ მაინც, 8% - უფრო იშვიათად; ხოლო 2-2% თვეში ერთხელ მაინც ან არ იცის ინტერნეტი რა არის, 1% კი უარი დააფიქსირა კითხვაზე პასუხის გაცემისგან. ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუსის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)