14:54 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 12:00:20, 698 ნახვა

საზოგადოება
NDI - იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს, შემცირებულია

ეროვნულ-დემოკრატიული ისტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს.

კერძოდ, ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 64% ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს, თუმცა მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, ამ კატეგორიის გამოკითხულთა რაოდენობა შემცირებულია. მარტში რესპოდენტთა 72% ფიქრობდა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათნაირ ხალხს სარგებელს მოუტანდა.

გამოკითხულთა 26% აცხადებს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგითი მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი არ არის - მარტში ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა.

კატეგორია „არ ვიცი“ გამოკითხულთა 10%-მა აირჩია.

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics