|
2016-07-27 11:54:42, 672 ნახვა
საზოგადოება
NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ახალგაზრდები უფრო უჭერენ მხარს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ახალგაზრდები უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ხალხი. NDI-ს კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ევროკავშირის წევრი? - დადებითი პასუხი 18-35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 77%-მა, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 74%-მა და 56 წლის ზემოთ ასაკის გამოკითხულთა 64 %-მა გასცა. ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია 18-35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 14 %-ისთვის, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 15 %-ისა და 56 წლის ზემოთ ასაკის გამოკითხულთა 20 %-სთვის. კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)