|
2016-07-27 11:23:08, 753 ნახვა
საზოგადოება
NDI - ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა
NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა. კითხვაზე - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, ხუთეულში პირველი და მეორე ადგილი „სამუშაო ადგილებსა“ და „სიღარიბეს“ უჭირავს. შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს. ჩამონათვალში ასევე მოხვდა საკითხები: ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებები, ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, კრიმინალი, საკუთრების უფლება, კორუფცია, მედიის დამოუკიდებლობა, ციხეები/პატიმრები, უმცირესობათა უფლებები და სხვა. კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)