14:18 - 22 May, 2026
|
2016-07-26 17:59:21, 745 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ფერეიდნელ ქართველებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში იმყოფებიან. გიორგი მარგველაშვილი დაინტერესდა იმ პროექტით, რომლის ფარგლებშიც ქართველი ფერეიდნელები საქართველოში იმყოფებიან და ქართულ ენასა და მუსიკას სწავლობენ. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ფერეიდნელ ქართველებს ქართული ენის შესწავლის პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციების შენარჩუნებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)