19:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 17:17:29, 1007 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს რეგიონალურ ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დასაქმების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ აჭარის რეგიონალურ ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთშეთანხმება მიზნად ისახავს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას, როგორც ბიზნეს გარემოს სრულყოფის, ისე შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.

დასაქმების სააგენტოს ,,პროფესიული გადამზადების’’ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებისთვის შეხვედრაზე ასევე ხელი ოთხმხრივ ურთიერთშეთანხმებას მოაწერეა. სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი'' აჭარის რეგიონალური ოფისი და ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაზე იზრუნებენ.

შეთანხმების თანახმად, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი'' აჭარის რეგიონალური ოფისი იღებს ვალდებულებას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართათვის უზრუნველყოს საწარმოო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ელექტრო და აირზე შემდუღებელ პროფესიაში. საწარმოო პრაქტიკის სრულად გავლის შემდეგ ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ თითოეულ ბენეფიციარს საჩუქრად შესაბამის საწარმოო იარაღის გადასცემს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics