|
2016-07-26 15:42:33, 1240 ნახვა
კომენტარი
მიშველაძე კობახიძის განცხადებაზე: არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ სერიოზულად გიპასუხოთ
„არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ სერიოზულად გიპასუხოთ ახლა ამ კითხვაზე“,-გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე პარლამენტის ვიცე სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებას, სადაც ის გიორგი მარგველაშვილის ალკოჰოლისადმი სიყვარულზე საუბრობდა. ცნობისთვის, კობახიძე გუშინ პრეზიდენტის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელზეც მარგველაშვილმა პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებასთან ერთად, მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობაზეც ისაუბრა. „რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, კობახიძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილი შესაძლოა პრესკონფერენციაზე ზედმეტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. „დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი რაც ვიფიქრე, ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ, როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს, რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)