|
2015-03-06 10:03:04, 1259 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს
15-16 ოქტომბერს, თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს, - ახალი აბრეშუმის გზის კოფერენციის დეტალებზე ეკონომიკური საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ორდღიანი ფორუმის პირველი დღე მინისტერიალს დაეთმობა, რომელზეც მაღალი დონის სტუმრები აბრეშუმის გზის კონცეფციას, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ. მეორე დღე კი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტულ პროექტებს მიეძღვნება. აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 200-ზე მეტი სტუმარი ეწვევა, რომელთა შორის მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ბიზნესმენები იქნებიან. ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელეს რეგიონების ეკონომიკური განვითარების გეგმაზე. პრეზენტაციები საბჭოს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორებმა წარუდგინეს.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)