|
2016-07-26 14:56:24, 573 ნახვა
საზოგადოება
პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სამუშაოები დასრულდა
თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დასრულებულ პროექტს გაეცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, განხორციელდა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და დაიგო ახალი ორფენიანი საფარი. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყო კიუეტები (ახალი სანიაღვრე სისტემა). „ეს გზა კაპიტალურად გაკეთდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვეწყო. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. წლების განმავლობაში, აქ მოძრაობა ძალიან უჭირდათ ადგილობრივებს, ვერ გადაადგილდებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა მოვაგვარეთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. სამუშაოებს შ.პ.ს „ენკო“ ასრულებდა. თბილისის მერთან ერთად, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელ გზაზე, ასევე, იმყოფებოდა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)