00:41 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 11:54:41, 1818 ნახვა

მსოფლიო
მიუნხენში მყოფი ქართველი - ხალხი პანიკაშია, 6 საათის შემდეგ ქალაქი ცარიელია

მიუნხენში მყოფი ქართველი სტუდენტი ნინო კიკვაძე ტერაქტის შემდგომ ქალაქში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმ სავაჭრო ცენტრში, სადაც ტერაქტი მოხდა, ხალხი ფაქტიურად, აღარ შედის.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას კიკვაძემ აღნიშნა, ქალაქი სამართალდამცველებით სავსეა, თუმცა იმისათვის, რომ ხალხში პანიკა უფრო მეტად არ გაღვივდეს,  მათ უმეტესობას სამოქალაქო ფორმა აცვია.

„ქალაქი პოლიციით სავსეა. ხალხის პანიკის თავიდან ასაცილებლად, სამართალდამცავების უმეტესობას სამოქალაქო ფორმა აცვია. აეროპორტში კონტროლი ძალიან გამკაცრებულია, მეტროებში უამრავი სამართალდამცავი დგას. პოლიციაც ძალიან დაძაბულია, კონტროლს მთელი დღის განმავლობაში ახორციელებენ საეჭვო ადამიანებს სამართალდამცავები ქუჩაში აჩერებენ და ჩხრეკენ“, - აცხადებს ნინო კიკვაძე.

მისივე თქმით, ტერაქტიდან 15 წუთის შემდეგ ცრუ განგაში იყო და პანიკაში მყოფი ხალხი მაღაზიებში შევარდა.

„ტერაქტიდან 15 წუთის შემდეგ ცრუ განგაში იყო. დაპანიკებული ხალხი მაღაზიებში შევარდა და იქაურობა დალეწეს.  ჩემი მეგობარი ტერაქტის დროს სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა და წუთით გამოასწრო თავდასხმას. იგი ავტობუსში ავიდა, თავად სავაჭრო ცენტრი 4 სათის განმავლობაში ჩაკეტეს. ავტობუსიც გაჩერებული იყო და შიგნიდან ჩაკეტილი. მასში შესვლას არაბი გარეგნობის ბიჭიც ითხოვდა, მაგრამ გერმანელებმა კარები არ გაუღეს. ბიჭმა ჯიბეები ამოიტრიალა, ხელები მაღლა ასწია, მაგრამ გერმანელებმა ავტობუსის კარები მაინც არ გაუხსნეს, ტერორისტი ეგონათ“, - აცხადებს კიკვაძე.

შეგახსენებთ, რომ  მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics