|
2016-07-26 10:53:45, 1277 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი: კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე განუცხადა. “მოთმინებით ველოდები პროკურატურაში გამოძიების დასრულებას. ერთის მხრივ მუქარებზე, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვისმენდით ხან ვიდეო გრაფიკის სახით ხან სხვა ფორმით. მეორეს მხრივ გავრცელებულ ვიდეო მასალაზე. ჩემი აზრით ყველაფერი რაზეც დღეს უნდა ვილაპარაკოთ, სწორედ იმის შედეგია, რომ ეს პროცესი არ არის დასრულებული, და ამიტომ, მე პირადად მოთმინებით ველოდები ამ პროცესის დასასრულს. თუმცა სანამ არ არის დასრულებული, სანამ ყველა არ არის დაკავებული, სანამ უზრუნველყოფილი არ არის რომ ქვეყანაში, ეს ვიდეო ფირების ტერორიზმი დამთავრდეს, რაიმე ტიპის საპროცესო გარიგებებზე საუბარი ამ ადამიანებთან უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩვენება, თუკი მათ რაიმე ისეთი ღირებული ინფორმაცია არ მიაწოდეს პროკურატურას. ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ვიცოდეთ რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის თუ ასეთი რამ ხდება, საპროცესო გარიგების გაფორმება, იმ ადამიანებთან, რომლებიც გუშინ ითქვა, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენენ და არ ვიცით ეს საკითხი როგორ არის ნეიტრალიზებული“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)