|
2016-07-25 15:02:15, 569 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ქართლში ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დეტალები განიხილეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილს შეხვდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ქვემო ქართლში ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები. შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსა და და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის განვითარების ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტის მიზანია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა. ახალი ნაგავსაურელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი). პროექტის ფარგლებშიასევე მოხდება აღნიშნული მუნიციპალიტეტების აღჭურვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი კომპანიისა (HPC) და დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის პროგრამის კონსულტანტიკომპანიის (SAURECA) წარმომადგენლები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)