|
2016-07-24 10:18:40, 643 ნახვა
საზოგადოება
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში დახურული სარწყავი ქსელი მოეწყო
დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების 7 სოფლის წყალუზრუნველყოფის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ დახურული სარწყავი ქსელის მოწყობის პროექტი განახორციელა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ღირებულებაა 350 000 ლარი. უწყების ცნობით, 5 კილომეტრიანი მილსადენისა და კომპანიაში 2015 წელს გახსნილი მობილური მელიორაციის სამსახურის გადასატანი სატუმბი აგრეგატების მეშევობით შესაძლებელი გახდება 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. წელს კომპანიის მობილური მელიორაციის პარკი გაფართოვდა, რაც სარწყავი წყლის მიწოდების დამატებით შესაძლებლობას იძლევა ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის, რომლის წყალუზრუნველყოფაც სტაციონარული სატუმბი ინფრასტრუქტურის მეშვეობით არ ხდება. კახეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სამელიორაციო ინფრასტრუქტრის 27 სარეაბილტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 180 ჰექტრამდეა გაზრდილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)