|
2015-03-05 16:50:27, 921 ნახვა
სამართალი
გომელაური: 21 მარტის აქციაზე არეულობას არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს
„არეულობას არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს, ამას ფიზიკურად არ დავუშვებ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს, 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა. გომელაურის თქმით, 21 მარტის აქციაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. „უსაფრთხოების ზომები როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა დაცული იქნება, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იქნება თუ სხვისი. არეულობას ჩვენ არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს, ამას ფიზიკურად არ დავუშვებ. დაცული იქნება ყველანაირად როგორც აქამდე ხდებოდა, უსაფრთხოების ზომები, როგორც აქამდე წინა აქციის დროს მოხდა. მაშინ აანონსებდნენ, რომ რაღაც მოხდებოდა, თუმცა არაფერი არ მომხდარა. თუ იქნებიან წყნარად აქცია წყნარად ჩატარდება, თუ წყნარად არ იქნებიან, პოლიცია კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის ზომებს“, - განაცახდა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ 21 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველის გამზირზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)