|
2016-07-22 11:45:34, 664 ნახვა
საზოგადოება
საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან და შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ დირექტორთან გიორგი ღუღუნიშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში ჯიშთა გამოცდის და საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის ბაზაზე ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კარტოფილის ჯიშთა შესწავლა, ასევე საშემოდგომო და საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების ჯიშთა გამოცდა, სასელექციო ჯიშების გამოყვანა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალციხის (სოფელი ვალე-ჭორატი), ადიგენისა (სოფელი ბოლაჯური) და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ერთწლოვანი (ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, სიმინდი, მუხუდო) და მრავალწლოვანი (ვაზი, ხეხილი) კულტურების სხვადასხვა ჯიშებზე პროდუქციის სამეურნეო მაჩვენებლების საბოლოო შეფასებას და კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა-გავრცელებას ახორციელებს. მნიშვნელოვანია ხორბლის ენდემური ჯიშების „ახალციხის წითელი დოლი“, „ვარძია“, „შავფხა“, ასევე ჭვავის კულტურის საცდელ ნაკვეთებზე ელიტური სათესლე მასალის წარმოების სამუშაოები. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ცენტრის მმართველობაში მყოფი შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ ნაკვეთებიც დაათვალიერეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში, 120 ჰა ფართობზე, კომპანია საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების (ქერი, ორთესელა ხორბალი) და კარტოფილის სხვადასხვა ჯიშის გამოცდას და სათესლე მასალის წარმოების პროექტს წარმატებით ახორციელებს. შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია“ ანალოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საშემოდგომო კულტურებზეც ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სხვადასხვა ბაზებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. (NS)
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)