|
2016-07-20 20:25:38, 1589 ნახვა
კომენტარი
ფხალაძე: მარიამ კუბლაშვილი პაპიძის ადვოკატი არასოდეს ყოფილა და მან ნამდვილად არ იცის, საქმეში რა ხდებოდა
მაგდა პაპიძის ადვოკატის მარიამ ფხალაძის განცხადებით, მარიამ კუბლაშვილი პაპიძის ინტერესებს არც ერთ ეტაპზე არ იცავდა და შესაბამისად, არ იცის, საქმეში რა ხდებოდა. როგორც ფხალაძე "ექსპრესნიუსთან" ინტერვიუში ამბობს, კუბლაშვილის კატეგორიული განმარტებები პაპიძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, რაღაც ეტაპზე პაპიძის არასტანდარტულ განცხადებებს ეყრდნობა. ფხალაძე მიიჩნევს,რომ ადვოკატი მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს: "მარიამ კუბლაშვილი საერთოდ არ ყოფილა მაგდა პაპიძის ადვოკატი, არც ერთ ეტაპზე. ხათუნა ჩხაიძე ჰყავდა მას პირველი ადვოკატი, სახაზინო წესით დანიშნული- ვინაიდან ბრალად ედებოდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მუდმივ პატიმრობას და კანონი აუცილებლად მოითხოვს, რომ უნდა ესწრებოდეს საგამოძიებო მოქმედებებს ადვოკატი, ხათუნა ჩხაიძე იყო სახელწმიფო ხარჯზე დანიშნული სახაზინო ადვოკატი, რომელიც ჩამოშორდა ამ საქმეს მას შემდეგ, რაც მე და ქალბატონი ირმა ბრელიძე ჩავერთვეთ ამ საქმეში. მარიამ კუბლაშვილი არასოდეს ყოფილა მისი ადვოკატი და მან ნამდვილად არ იცის, საქმეში რა ხდებოდა. ის უთითებს, რომ ნამდვილად მაგდა პაპიძის ჩადენილია მკვლელობა. ჯერ ერთი ეს არ არის ადვოკატის შესაფერისი განცხადებები, მითუმეტეს ადვოკატის, რომელიც არ იცავს კონკრეტულ პიროვნებას. მარიამ კუბლაშვილს იმაზე, რაც ცალმხრივად ესმოდა მასმედიისგან, კომენტარები არ უნდა გაეკეთებინა, რადგან სულ მინიმუმ, მან არ იცოდა, რა ხდებოდა დარბაზში. მან არ იცოდა ის პოზიციები, რომლებიც იქ ჟღერდებოდა. ასეთ კატეგორიულ განმარტებებს აკეთებს მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ მაგდა რაღაც მომენტებში იყო არასტანდარტული, არასტაბილური. ეს ბუნებრივია. ქალს მოუკლეს შვილი, მეუღლე, მას სდებენ ბრალს და მან უნდა დაიცვას თავი. ეს ისეთი მძიმე სიტუაციაა, მტერს არ ვუსურვებ. არავინ იცის, იმ კონკრეტულ სიტუაციაში, ვინ როგორ მოიქცევა და რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ ასეთ სიტუაციაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება ბევრი სისულელე ილაპარაკოს? სისულელე იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ელემენტარულ წვრილმანს აქცევდა მსხვილმანად, იქნება იქიდან მაინც გამოძიებას გაეგო სიმართლე. თუნდაც ვალებთან დაკავშირებით რომ აჟღერებდა, რომ მის ქმარს ვალები ჰქონდა, შემდეგ სასამართლოზე გააკეთა კიდეც განმარტება, რომ იმწუთისთვისო თუკი რამე გამახსენდა, სულ წვრილმანიც კი, პატარა შეკამათებაც კი გააზვიადა, რომ გამოძიებას ემუშავა ამ კუთხით, რომ იქნებ იქ დადგენილიყო რეალური ვითარება",-განაცხადა მარიამ ფხალაძემ. შეგახსენებთ, იურისტი მარიამ კუბლაშვილი შვილისა და მეუღლის მკვლელობისთვის გასამართლებული მაგდა პაპიძის განაჩენს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "ეს ძალიან ადრე იყო, თუმცა მე წინასწარ ვიცოდი სინამდვილე. ნებისმიერი იურისტი ან გამჭრიახი გონების ადამიანი იმთავითვე მიხვდებოდა ამ ქალბატონის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, განსაკუთრებით გაღიზიანდებოდა ათასგვარ ტყუილზე და ურცხვად თავისუფლებისთვის ბრძოლის ხერხებზე... დღეს მაინც მეცოდება, არა სასჯელის გამო (ის სრულებით ადეკვატურია), არამედ რისი ჩადენაც შეძლო (მოტივისდა მიუხედავად, მე ის არ მაინტერესებს!) და მას შემდომ აღიარებაც ვერ გაბედა, სინანული... მთელი ეს პროცესი ჩემთვის საოცარი საცქერი იყო იმ კუთხით, თუ როგორ ვხედავდი სასტიკი დამნაშავის მხრიდან მეტ და მეტ უღირსობას, სადღაც გულში ყოველთვის მეიმედებოდა, რომ ბუნება არ დაუშვებდა ამგვარ ფენომენს, რომელიც ბოლომდე დგამდა თეატრალურ წარმოდგენას და წარმატებით თამაშობდა იმ ადამიანების ფსიქიკაზე, ვინც ვერ დაიჯერა დედის მიერ შვილის მკვლელობა და ის ეცოდებოდათ... არც გვინდოდა ამის დაჯერება არავის, მაგრამ დღეს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს ჰუმანიზმის და კეთილშობილების ნიღაბი მოირგოს და ამ საშინელების დამცველად მოგვევლინოს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია. ჩვენ არ ვართ სეირის მაყურებელი ბრბო, ჩვენ გულწრფელად შევშფოთდით მომხდარით.. ღმერთს ვთხოვ მონანიების სურვილი გაუჩინოს ამ უბედურ გოგოს და უკანასკნელი ყოფილიყოს ასეთი რამ ქვეყნიერებაზე",-წერს მარიამ კუბლაშვილი.
ინტერვიუ მაგდა პაპიძის ადვოკატთან
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)