|
2016-07-20 13:44:12, 1510 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „რუსთავის აზოტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში
კომპანია „რუსთავის აზოტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კომპანია, რომელსაც ექსპორტზე გააქვს ჩვენი საექსპორტო კალათის მნიშვნელოვანი წილი, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად „რუსთავის აზოტსა“ და EBRD-ს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებას შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „კომპანია „რუსთავის აზოტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კომპანია, რომელსაც ექსპორტზე გააქვს ჩვენი საექსპორტო კალათის მნიშვნელოვანი წილი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ თავისი საექსპორტო პოტენციალი გაზარდოს, შეამციროს ის ენერგოდანახარჯები, რომელიც მას აქვს და ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდეს. პროცესში ჩართულია "საპარტნიორო ფონდიც", რომლის ძირითადი ამოცანაა სწორედ ხელი შეუწყოს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ექსპორტის პოტენციალისა და ასევე სამუშაო ადგილების გაზრდის შესაძლებობას მოგვცემს“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება „რუსთავის აზოტისთვის“ 155 000 000 აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც ამიაკის ხაზის წარმოების რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას მოხმარდება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)