|
2016-07-18 15:36:58, 1252 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: მთელ მსოფლიოში უკვე სცენიდან გადის ერთი პროფესიის ცნება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველ ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოვიდა. კონფერენციაზე, რომლის თემაც ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ გახლდათ, მინისტრმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს პროფესიული განათლების სისტემას აქვს. ,,სამინისტროს ეწოდება განათლების სამინისტრო და არა სწავლის სამინისტრო იმიტომ, რომ განათლება არის უფრო ფართო კონცეფცია. ჩვენი მიზანია, ადამიანებს დავეხმაროთ უფრო სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უკვე სცენიდან გადის ერთი პროფესიის ცნება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებულია ადამიანი ერთ პროფესიაში, მას უნდა ჰქონდეს სხვა ალტერნატივაც. ზოგადად, ძალიან წარმატებული ადამიანებს, თავის პროფესიულ სარბიელზე ყოველთვის აქვთ სხვა პროფესიაც. ძალიან მნიშვნელოვანია ის რასაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აკეთებს მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისთვის. ეს არის ადამიანებისთვის ახალი ცხოვრების ახალი მიდგომების შესაძლებლობა,“- განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, თითოეულ ადამიანს უმუშავია სამსახურში, სადაც უბრალოდ შრომობდა და ისეთშიც, სადაც ბოლომდე იხარჯებოდა. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, მთავრობამ უნდა შეძლოს მისცეს თავის ხალხს შესაძლებლობა, უყვარდეთ თავიანთი საქმე და ბოლომდე იხარჯებოდნენ. მისივე განცხადებით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. ,,პროფესიულმა განათლებამ ძალიან შორი გზა გამოიარა და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საბჭოთა კავშირის დროს პროფესიული განათლება იყო დასჯა ამ მოცემულობიდან ჩვენ უნდა მოვიდეთ იქ სადაც პროფესიული განათლებით ადამიანები იამაყებენ. ინფრასტრუქტურიდან დაწყებული სასწავლო პროგრამებით, დაფინანსებით დასრულებული ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. ამიტომაც დღეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს ამ თემით დაინტერესებისთვის და წინ წამოწევისთვის. იმიტომ რომ ეს არ არის მარტო პროფესიის შეძენა, ან სამუშაო ადგილების შექმნა ეს არის ადამიანებისთვის ბედნიერების შექმნა და სწორედ ეს არის ჩემი მიზანიც და ოცნებაც“- განაცხადა მინისტრმა. მან კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა და სამუშაო ადგილისა, თავადაც შეიძინონ დამატებითი განათლება და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია თავადაც მოახდინონ. შეგახსენებთ, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი, ყოველწლიური, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე: ,,პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)