|
2016-07-16 19:24:14, 1459 ნახვა
კომენტარი
ლალი მოროშკინა: ვინც ტლიკინებს იმათ გასაგონად - დიახ, სანამ ბათირაშვილი იყო, ჩვენ დაცულები ვიყავით!
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის ლალი მოროშკინას განცხადებით, თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებით საქართველო დაუცველი დარჩა და ნებისმიერ დროს შეიძლება „ისლამური სახელმწიფოს“ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. როგორც მოროშკინამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, თარხან ბათირაშვილი ქვეყნისთვის თავგადადებული შვილი იყო და მისი დამსახურებით ქვეყანა ტერორისტების თავდასხმას იცილებდა თავიდან. „2008 წელს, როდესაც „ნაციონალებმა“ ქვეყანა განსაცდელში მიატოვეს და სააკაშვილი გამორბოდა ამ ომიდან, ზუსტად მაშინ იყო თარხან ბათირაშვილის წყრომა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ამის შემდეგ ბათირაშვილი დაბრუნდა პანკისში და იქიდან ჩაერთო „ისლამურ სახელმწიფოში“. რეალურად, ნებისმიერი პატრიოტი შეიძლება, გადაიქცეს მონსტრად თუ ის საკუთარი სამშობლოსთვის ბოლომდე ვერ დაიხარჯა. ვინც თარხანთან ერთად იყო, ყველამ იცოდა, რომ თარხანი ნამდვილი ვაჟკაცი იყო. მე ზუსტად ვიცი, რომ ბათირაშვილი საქართველოს წინააღმდეგ არ წავიდოდა. ჩვენ ვრჩებოდით ერთ-ერთ იმ ქვეყნად, რომელიც არ იყო ტერორისტთა დასაბომბ სიაში. სწორედ თარხანი ასრულებდა მეხამრიდის როლს, ახლა კი, საქართველოს აღარ ყავს მფარველი იმ საშინელ ტერორისტულ ორგანიზაციაში. გასაწირი შვილი საქართველოს არ ყავს და თარხანი ის შვილი იყო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა გაწირა და აქციეს მონსტრად. აი, ამის თქმა მინდა და ვიღაცა ვინც მეტიჩრობს და ტლიკინებს იმათ გასაგონად ვამბობ, რომ დიახ, საქართველოს სანამ ყავდა პანკისელი თანამემამულე ტერორისტულ ორგანიზაციაში, ჩვენ დაცულები ვიყავით. თუ დღეს ვიღაცის ავადმყოფ ტვინში ჩვენი დაბომბვა გადაწყდა, ვერ დაგვიცავს ვერავინ, მათ შორიც ვერც ნატო. საქართველო ახლა დაუცველია. ამ მთავრობამ 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო დადებითი გაეკეთებინა პანკისისთვის და იქიდან ახალგაზრდების გადინება შეეჩერებინა. ზუსტად ვიცი, რომ საქართველოზე იერიშის მოტანაც უნდოდათ და თარხანი ბლოკავდა ამ იდეას. გუშინ მე მთელი ღამე ვუყურებდი თურქეთის მოვლენებს და არ მომისმენია ნატო-ს ერთი მხარდამჭერი განცხადებაც თურქეთის მიმართ“, - აცხადებს მოროშკინა. შეგახსნებთ, რომ გუშინ ლალი მოროშკინამ თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებით ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-სგან დაუცველი დარჩა. მოროშკინას ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)