|
2015-03-05 09:42:46, 946 ნახვა
სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული, სენაკში მცხოვრები მალხაზ ლ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას, სალონიდან კიდევ ერთი შეკვრა ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული 3 გრ ნარკოტიკული საშუალება 0,742 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას მალხაზ ლ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)