20:20 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 10:52:37, 1644 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ტყვეობიდან გათავისუფლებულია

თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ჰულუსი აკარი, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი იყო, ტყვეობიდან გაათავისუფლებულია, -ამის შესახებ CNN Turk იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამ დროისთვის ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

როგორც BBC წერს, თურქეთის მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალებმა ქვეყნის სამხედრო შტაბები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს.

გარდა ამისა, ამბოხებულები ამ დრომდე რამდენიმე სამხედრო თვითვმფრინავს კვლავ აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. სამხედროების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა და ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.  სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. გარდა ამისა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლა თხოვა, შემდეგ კი, მხარდამჭერებს შეხვდა და მათ ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილიზირდებოდა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics