08:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 10:22:19, 1543 ნახვა

სამართალი
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. დაჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. იგი ირანის მოქალაქეა.  

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics