20:20 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 09:30:02, 1305 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: უმკაცრესად დაისჯება ყველა, იმის მიუხედავად, თუ რომელ სტრუქტურებს წარმოადგენენ ისინი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში მყოფი ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება, - ამის შესახებ France Press იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ათათურქის სახელობის აეროპორტში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა. ერდოღანის გამოსვლა პირდაპირ ეთერში სახელმწიფო ტელეკომოანია RTR გადასცემდა.

თურქეთის პრეზიდენტს ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ათასობით მხარდამჭერი დახვდა.

ერდოღანმა თურქეთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას "სამშობლოს ღალატი" უწოდა. მისი თქმით, თურქეთის ქუჩებში მილიონობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამოვიდა.

"ყველა, ვინც დაკავშირბეულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, უმკაცრესად დაისჯება, იმის მიუხედავად, თუ რომელ სტრუქტურებს წარმოადგენენ ისინი", - განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, ერდოღანის განცხადებით, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე მისი სასტუმრო დაიბომბა მას შემდეგ, რაც ის სტამბოლში გაფრინდა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახური ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედროების ნაწილმა სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება სცადა. თურქეთის პარლამენტის შენობაზე ორი ბომბი ჩამოაგდეს. შეტაკებების დროს დაიღუპა სულ მცირე 17 სამართალდამცველი. დაუზუსტებელი ცნობებით, კიდევ ექვსი მშვიდობიანი მცხოვრები კი სტამბოლში სროლის დროს დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics