|
2016-07-14 19:53:22, 981 ნახვა
რეგიონი
იოჰანეს ჰანმა ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივი და აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, ნილს სკოტთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლურჯა 2015“ და აჭარის აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, პროგრესში, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში სახეზეა, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი. „აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რათა დასახული მიზანი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას მიღწეული. აგარარული სექტორის განვითარების ხელშეწყობაში ევროკავშირის დახმარების, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ხორციელდება შედეგები ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. „ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას აქტიურად ეხმარება სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD). ეს დახმარება მთლიანობაში 250 მილიონს მოიცავს და 2013-2020 წლებზეა გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში 10 000-მა ფერმერმა უკვე მიიღო დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, კოოპერატივის „ლურჯა-2015“ 2 წევრს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და მათ სპეციალური კომპიუტერები გადაეცათ. კომპიუტერებში ჩაწერილია სპეციალური ქართულენოვანი პროგრამა, რომელიც მათ საქმიანობაში დაეხმარებათ, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საზოგადოების განვითარებაში. ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ლურჯა-2015“ კუთვნილ ნაკვეთებზე უახლესი ტექნოლოგიის წვეთოვანი მორწყვის სიტემა და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებია დამონტაჟებული. პროექტის ფარგლებში პლანტაციების გასაშენებლად კოოპერატივს მარწყვისა და ჟოლოს ნერგებიც გადაეცა. აგროსერვის ცენტრი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის უმსხვილესი ცენტრია, რომელიც რეგიონის აგროსექტორის ცალკეული დარგების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2011 წელს ჩამოყალიბდა. ცენტრი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით საქმიანობს, რაც შესაძლებელს ხდის სერვისების ხარისხისა და რაოდენობის ზრდას, ახალი ფილიალების გახსნას და ათასობით ადგილობრივი ფერმერის რეგულარულად დახმარებას კონსულტაციების, ტრეინინგების, ტექნიკური მხარდაჭერისა და სხვა მიმართულებებით.
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)