08:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 17:15:46, 1221 ნახვა

სამართალი
რუსეთის სასამართლომ შაქრო კალაშოვს პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ კრიმინალურ ავტორიტეტს შაქრო კალაშოვის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ გამომძიებლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კალაშოვის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც "იტარ-ტასი" წერს, ე.წ კანონიერ ქურდს დიდი ოდენობის თანხის გამოძალვაში ედება ბრალი.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები მოსკოვში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონისგან 8 მილიონ რუბლს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

ცნობისთვის, რუსეთში 3-ჯერ ნასამართლევი შაქრო კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. მის ექსტრადირებას საქართველო ითხოვდა, სადაც მას მკვლელობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს. ესპანეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics