|
2016-07-12 19:15:25, 2277 ნახვა
Lifestyle
ელისაშვილი: გიგლა აგულაშვილს თანამდებობა და ჯიპი ყველაფერს ურჩევნია
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გარემოსა და ბუნებრივის რესურსების მინისტრის გიგლა აგულაშვილის მიერ "რესპუბლიკური პარტიის“ დატოვებასა და სახელისუფლებო გუნდში დარჩენას ეხმაურება. როგორც ელისაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, „აგულაშვილს თანამდებობა და ჯიპი ყველაფერს ურჩევნია“. "აი, ამ კაცმა, ბატონმა აგულაშვილმა შევარდნაძის დროს პროკურორი რომ იყო, მერე რესპუბლიკელი რომ გახდა და ახლა რომ ისკუპა "ოცნებაში" სკამის გამო ამასწინ დაიბარა საჯარო მოხელე, მისი სამინისტროს თანამშრომელი და საქმე გაურჩია პარტიზანი მებაღეების აქციაზე რა გინდოდაო. ირაკლი ჯუღელია ის ბიჭი, პრინციპული და შეუპოვარი რომელიც არც თავდახრილი უსმენდა ამ პარაზიტის უზრდელობებს და არც მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილების უსიტყვო მორჩილებას აპირებს. მაგარი ბიჭია, საკუთარი ღირსების და უფლებების ბოლომდე დამცველია. ეს ტიპი, ბატონი აგულაშვილი კი არის ტიპიური მედროვე და პარაზიტი, სკამი, თანამდებობა და ჯიპი რომ ურჩევნია ყველაფერს დედამიწაზე. ოცნებას ასეთი პარაზიტები ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მე კი პოლიტიკაში ირაკლი ჯუღელისნაირ პრინციპულ ადამიანებს ვისურვებ !", - წერს საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ელისაშვილი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)