|
2016-07-11 14:33:21, 1199 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო ენმ-ს: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არც წელს და არც შარშან, შეფერხება არ ჰქონია
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არც წელს და არც შარშან არცერთი დღე არ ჰქონია შეფერხება“,-ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის სამინისტროში ბიუჯეტი დეფიციტურია და 80 მილიონი ლარის დამატება გახდება წლის ბოლომდე საჭირო. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებები მიზანმიმართულად კეთდება. „თუ კი რაიმე მიზანმიმართულად ხდება, მიზანმიმართულად ხდება ასეთი ტიპის განცხადებების კეთება. შარშან მთელი წელი ვისმენდით ასეთ განცხადებას. რიგი ადამიანებისა მათ შორის ჩემი ყოფილი კოლეგები „შესაშური მოტივაციით“, სიჯიუტით და სიხშირით აჯღერებენ ამას. შარშანდელმა წელმა გაიარა. ვნახეთ, რომ არცერთი დღე არ გვქონია შეფერხება, იგივე იქნება წლევანდელ წელსაც. რაც შეეხება, კლინიკების დავალიანებას მთელი ამ წლის განმავლობაში არამცთუ არ ყოფილა ასეთი დავალიანებები, არამედ შეგახსენებთ, რომ შარშანწინ, როდესაც რიგ სადაზღვევო კომპანიებში, ერთ-ერთი სამწუხაროდ გაკოტრდა, მათი დავალიანებების გარკვეული მენეჯმენტი სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. რადგანაც ჩვენი მოვალეობაა სამედიცინო მოვლის, სამედიცინო დახმარების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)