|
2016-07-11 14:07:06, 1399 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ რჩეულიშვილი: მე თქვენთვის ვიბრძვი და თქვენ უნამუსოდ აწყობთ აქ პროვოკაციას
"მე თქვენ გაჩვენებთ, თქვენს გამო ვიბრძვი და თქვენ უნამუსოდ და უსინდისოდ, ოღონდ კი ფული არ გადაიხადოთ ბინებში, აწყობთ აქ პროვოკაციას", - ასე მიმართა ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურასთან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც თავს "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულად მიიჩნევენ. რჩეულიშვილის თქმით, "ცენტრ პოინტის" ქონების ხელში ჩასაგდებად ბრძოლა მიმდინარეობს. მისივე მტკიცებით, პროკურატურასთან შეკრებილი მოქალაქეები დაქირავებულები არიან. "ახლა მიმდინარეობს "ცენტრ-პოინტის" ბოლო ბრძოლა "ცენტრ პოინტის" ქონების ხელში ჩასაგდებად. ამ ქონების გადანაწილება უნდათ, მაგრამ ვერ მიიღებენ. ესენი მობინადრეები კიარა დაქირავებულები არიან. ვინც ამათ ქირაობს მათ უნდათ ფულის გამოძალვა "ცენტრ პოინტისგან". ამიტომ თავისი სასტვენები დაიჭონ და ოჯახებში უსტვინონ. რატომ გვიშლიან ხელს ამ ხალხის გასტუმრებაში. ესენი დიდი ხანია დაკმაყოფილებულები არიან. ვერ ვამთავრებთ უბრალოდ, რადგან სახელმწიფოს აქვს ჩვენი ფული და ვერ გაძლევთ, რადგან ჭირდებათ საარჩევნო კამპანიისთვის. მთავრობას ვუთხარით, თქვენ გაქვთ ჩვენი 10 მლნ, რომელიც სჭირდება დამთავრებას.მოგვეცით ვალად მაინც. სააკაშვილმა 7 მლნ დაგვიბრუნა და ასე ავაშენეთ", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა. თბილისის მთავარ პროკურატურაში "ცენტრ პოინტის" დამფუნებლის მაია რჩეულიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატებთან და ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთდ მივიდა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)