|
2016-07-10 18:46:05, 697 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფოს ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული საკონცერტო დარბაზი საჩუქრად გადაეცა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფონდი "ქართუს" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას BLACK SEA ARENA-ს სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები/რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. BLACK SEA ARENA არის უმაღლესი სტანდარტის, ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ ააშენა. საკონცერტო დარბაზთან ერთად, სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურული პროგრამა, მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული მილიონობით ლარი კი სახელმწიფო ბიუჯეტში შევა. რეგიონში პირველი, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა იმუშავა. მშენებლობაზე დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში, დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება. არენის სივრცე ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების გამართვისთვის შესაძლებლობას იძლევა. BLACK SEA ARENA აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის მქონე უსაფრთხოების სისტემით. არენის ტერიტორიაზე განთავსებულია მაღალი დონის ტექნიკით აღჭურვილი სახანძრო პუნქტი, რომელიც, არა მხოლოდ საკონცერტო დარბაზს, არამედ, მიმდებარე დასახლებულ პუნქტებსაც მოემსახურება. BLACK SEA ARENA, თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, მზად არის, უმასპინძლოს უმაღლესი დონის ნებისმიერ ვარსკვლავსა და შოუ-პროგრამას.
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)