|
2016-07-10 10:24:04, 1038 ნახვა
სხვადასხვა
შს მინისტრის მოადგილე მექსიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზით მყოფ მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გაბრიელა კუევას ბარონი; მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრი, ეროვნული უშიშროების ორპალატიანი კომისიის პრეზიდენტი ისმაელ ერნანდეს დერასი; მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრი ხერარდო ფლორეს რამირესი; მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტა ელენა ბარსენა კოკი. შალვა ხუციშვილმა მექსიკელ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)