|
2016-07-10 10:19:35, 689 ნახვა
საზოგადოება
"Check in Georgia” -ს ფარგლებში დღეს საქართველოს სამ რეგიონში კონცერტები გაიმართება
საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. 10 ივლისს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები გაიმართება საქართველოს სამ რეგიონში. თელავში, 19:00 საათზე, კულტურისა და დასვენების პარკში ნადიკვარი, მსმენელის წინაშე ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, ნინი წიკლაური, თიკა მახალდიანი, სალომე ბაკურაძე, ოთო ნემსაძე და ჯგუფი „ლაბორატორია“ წარდგებიან. ოზურგეთში, მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება ინსტრუმენტული ჯგუფისა და სოლისტების: მარიკო ებრალიძის, თემურ საჯაიას, ქეთი ფარესაშვილისა და ზაურ შავგულიძის კონცერტი; დასაწყისი 19:00 საათზე. კიდევ ერთ რეგიონულ კონცერტს 10 ივლისს, 19:00 საათზე ბაკურიანში, თამარ მეფის მოედანზე ჯგუფი „REGGAEON“ გამართავს. აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5” და ხოსე კარერასი. "პროექტის „Check in Georgia“ განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი",-აცხადებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)