|
2015-03-04 11:19:53, 585 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: სასწრაფო დახმარების დამატებითი ქვესადგურები გაიხსნება
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის უბნებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების დამატებითი ქვესადგურები გაიხსნება. ამის შესახებ ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ამ სამსახურის განვითარების კონცეფცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელმა თემურ ბარკალაიამ შეიმუშავა. ამასთან, ნარმანიამ აღნიშნა, რომ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება მოხდება, რომელიც უფრო ქმედითი იქნება. „ მოხდება სტრუქტურის გადახედვა და ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომელიც იქნება უფრო ქმედითი და ეფექტიანი. სასწრაფო დახმარების სისტემა უფრო მოცულობითი გახდება. გადამზადდება სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალი და მოხდება სამედიცინო, არასამედიცინო აპარატურის, ინვენტარის და მანქანა მოწყობილობების განახლება“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)