19:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 15:53:35, 549 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვარშავის სამიტზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვარშავის სამიტზე მივიდა.

"ჩვენ აქ მეგობრებს შორის ვართ. ვმსჯელობთ, როგორ ვაქციოთ მსოფლიო და საქართველო უსაფრთხო ადგილად", - განაცხადა სამიტზე შესვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, სამიტი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე იმართება.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნება.

საქართველოს დელგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.  

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს.

ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics