|
2016-07-08 13:29:46, 1197 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძის ოჯახი აქციების დაწყებას აპირებს
უფლებადამცველი ოთარ ბექაური საზოგადოებას მოუწოდებს, შვილისა და მეუღლის მკვლელობაში დმნაშავედ ცნობილი მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები დაიწყოს. ამის შესახებ ბექაურმა მაგდა პაპიძის დედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პაპიძის მიმართ გარკვეული ადამიანების მხრიდან, უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა. "მაგალითად,შინაგან საქმეთ მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ დაკავებიდან ერთ საათში „ფეისბუქში“ დაწერა სტატუსი, რომ ქმრისა და შვილის მკვლელი დაკავებულია",-განაცხადა ოთარ ბექაურმა. ამასთან, პაპიძის ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს. გარდა ამისა, ლიანა შამუგიას თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ, თუმცა აღნიშნულის თაობაზე თავად მაგდა პაპიძის პოზიცია არ იციან. პაპიძის დედა ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ, საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ. შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)