|
2016-07-07 12:03:08, 1160 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ობლიგაციები წარმატებით განათავსა
სს „გალტ & თაგარტმა“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 64 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 3 წელია, ობლიგაციების განთავსება მოხდა მცურავი განაკვეთით, საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი (91-დღიანი) სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთს დამატებული 20 საბაზისო პუნქტიანი სპრედი. განთავსების ერთადერთი აგენტი „გალტ & თაგარტია“. როგორც „გალტ & თაგარტ“ -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, „გალტ & თაგარტი“-ს მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. „მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტ“ -ის როლი აზიის განვითარების ბანკის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. „გალტ & თაგარტი“-ს მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება მთელს „გალტ & თაგარტ“ -ის გუნდს“ განაცხადა „გალტ & თაგარტ“ -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძე. (R )
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)