|
2015-03-03 16:01:13, 570 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის მეუღლეს დედის დღე მიულოცა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ 3 მარტი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის ედნარ დიასამიძის მეუღლეს მიულოცეს. ედნარ დიასამიძე 34 წლის ასაკში 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცს სამხედრო სამსახურში მოღვაწეობის 16 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. დაღუპულ სერჟანტს მეუღლე და ორი მცირეწოვანი შვილი დარჩა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ქალბატონ ჟუჟუნა დისამიძეს 1000 ლარი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული აჭარაში მცხოვრები 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული 3 მეომრის დედებისა და მეუღლეებისათვის 1 000 – 1 000 ლარის გადაცემას ითვალისწინებს. დედის დღესთან დაკავშირებით თანხა საბანკო ანგარიშებზე სულ 22 ბენეფიციარს დაერიცხა. აღნიშნული ოჯახები მატერიალურ დახმარებას 3000 ლარის ოდენობით აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებითაც მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)