06:17 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 12:05:45, 1082 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანსუა პეჰშო უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის ივლისიდან შეუდგა.

მან აზიმ სადიკოვი შეცვალა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ წარმომადგენელს აზიმ სადიკოვს წლების განმავლობაში გაწეული მუშაობისათვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო, გამჭვირვალე და აქტიური თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის შედეგად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობის  გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციას  ქვეყანაში ინსტიტუციების გამართულ მუშაობაში შეტანილი წვლილისათვის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics