06:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 17:35:07, 1188 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა ფრანსუა პეჰშოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან, (François Painchaud) რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის ივლისიდან შეუდგა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო სსფ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი.
 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ფრანსუა პეჰშოს მიულოცა საქართველოში საქმიანობის დაწყება და იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის ახალ მუდმივ წარმომადგენელთან და მის გუნდთან გაგრძელდება მჭიდრო ურთიერთობა.
 
ფინანსთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა აზიმ სადიკოვს საქართველოში 4-წლიანი მოღვაწეობისთვის.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის საკითხები, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო გამოცდილი ეკონომისტია, მას განათლება მიღებული აქვს ლავალის უნივერსიტეტში. საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობს 2009 წლიდან.

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics