07:20 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 12:15:07, 597 ნახვა

საზოგადოება
3 ივლისს თამარაშვილის ქუჩა გადაიკეტება

3 ივლისს,  07:00-დან 14:00-მდე, უნივერსიტეტის ქუჩის კუთხიდან „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურამდე თამარაშვილის ქუჩა დაიკეტება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე  ავტორბოლა გაიმართება. 

შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი. კერძოდ, ვაკიდან მეტრო „დელისისკენ“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები  თამარაშვილის ქუჩიდან გადაუხვევს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მობრუნდება ხიდზე, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გავლით გავა ვაჟა ფშაველას გამზირზე და გააგრძელებს გზას დადგენილი მარშრუტით. 

მეტრო „დელისიდან“ ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარაშვილის ქუჩიდან ჩავა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე, შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და გურამ ავალიშვილის ქუჩების გავლით მოხვდება ჭავჭავაძის გამზირზე და მობრუნდება ვაკის პარკთან.

განსხვავებული მარშრუტი ექნება N140 ავტობუსს - ქავთარაძის ქუჩიდან,  ყაზბეგის გამზირის, პეკინისა და კოსტავას ქუჩების გავლით,  გადაადგილდება ვარაზისხევისკენ, მელიქიშვილის გამზირიდან კი  გზას ჩვეული მარშრუტით განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics