|
2016-07-01 09:06:55, 658 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს. აპლიკანტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი, 09:00 საათზე დაიწყო. წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000-მდე სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი, პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე კი, 22 700-ზე მეტი პედაგოგი. საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ხულო, ახალციხე, ქუთაისი, გორი, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი. გამოცდების განრიგი: 1-2 ივლისი პირველი და მეორე სესია ქართული ენა და ლიტერატურა; 4-5 ივლისი პირველი და მეორე სესია ზოგადი უნარები; 6-7 ივლისი პირველი და მეორე სესია ინგლისური ენა; 6 ივლისი პირველი სესია რუსული ენა; 6 ივლისი მეორე სესია ფრანგული ენა; 7 ივლისი მეორე სესია რუსული ენა; 7 ივლისი პირველი სესია გერმანული ენა; 12 ივლისი მეორე სესია სამოქალაქო განათლება; 14 ივლისი პირველი სესია მათემატიკა; 15 ივლისი პირველი და მეორე სესია გეოგრაფია; 18 ივლისი პირველი და მეორე სესია ისტორია; 19 ივლისი პირველი სესია ლიტერატურა; 20 ივლისი პირველი სესია ბიოლოგია; 21 ივლისი პირველი სესია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 21 ივლისი პირველი სესია ქიმია; 22 ივლისი პირველი სესია ფიზიკა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)