|
2015-03-02 17:29:15, 716 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოსთან არასამთვრობო ორგანიზაციები „აპრიორი“ და „სამართლის თაობა“ აქციას მართავენ. ისინი თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის დაფუძნების დაგეგმვას აპროტესტებენ. მათ გამოტანილი აქვთ ტრასფარანტები წარწერით - „მერია მარგიშვილის გარეშე“, „მარგიშვილი კორუფციული მთავრობის სახე“. როგორც „სამართლის თაობის წარმომადგენელმა“ გირშელ ბართაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი იქნება კიდევ ერთი კორუფციული ორგანო, რომელიც არა თბილისელების ინტერესებს, არამედ ალექსანდრე მარგიშვლის დასაქმებას მოემსახურება. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს სააგენტო იქნება კიდევ ერთი კორუფციული ორგანო, რომელიც არ იქნება თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული, ეს სააგენტო მხოლოდ ერთი ადამიანის დასაქმებას , მის კეთილდღეობასა და ინტერესებს მოემსახურება“, - აღნიშნა ბართაიამ. მან კორუფციულ გარიგებებში ალექსანდრე მარგიშვილთან ერთად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დაადანაშაულა. ბართაიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცენტრის ჩამოყალიბებას დავით ნარმანია უწყობს ხელს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდეს თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის პროექტი დღვანდელ სხდომაზე არ დაამტკიცონ. ცნობისთვის , დედაქალქის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. ერთ-ერთი თემა კი თბილისის მეწარმების ხელშეწყობის ცენტრია.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)