|
2015-03-02 15:50:33, 905 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი გაიხსნება
ხვალ, 13:00 საათზე, ბათუმის დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის განახლებული შენობის ოფიციალური გახსნა იგეგმება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დეპარტამენტი გათვლილია 40 საწოლზე, ფუნქციონირებს ანტენატალური მეთვალყურეობის, სამეანო, გინეკოლოგიური და ნეონატალური სამსახურები. გაიზარდა საოპერაციო და სამშობიარო ბლოკების რიცხვი. ასევე, გაიზარდა საწოლების რაოდენობა კრიტიკული მედიცინის ნეონატოლოგიურ მიმართულებაში, აეწყო ელექტრონული მონაცემთა ბაზის სისტემა. აღსანიშნავია, რომ სამშობიაროს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მინიჭებული აქვს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სტატუსი, ორჯერ დაჯილდოვებულია USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამშობიროში დაცულია ოპტიმალური ძუძუთი კვების ყველა საფეხური. სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მომავალ დედებს დახვდებათ თბილი და კეთილგანწყობილი გარემო. ახლადგახსნილ მშობელთა სკოლაში ხდება მომავალი მშობლების მომზადება ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის, ახალშობილის მოვლისა და კვების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და კონტრაცეპციის საკითხებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)