|
2016-06-29 19:45:40, 825 ნახვა
საზოგადოება
ფრანგული კომპანია „პეჟო“ ქართულ ბაზარზე დაბრუნდა
ფრანგული საავტომობილო კომპანია „პეჟო“ ქართულ ბაზარზე დაბრუნდა. კომპანიის დაბრუნებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, „პეჟოს“ (ჯორჯ ბალანჩინის#36) ცენტრში პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება „პეჟოს“ ოფიციალურმა იმპორტიორმა კომპანიის Lion Auto-ს დამფუძნებელმა გიორგი ცნობილაძემ გახსნა. ამასთან, პრეზენტაციას დაესწრნენ: საფრანგეთის ელჩი და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები. აღსანიშნავია, რომ თბილისში იმყოფება ქვეყნების გაყიდვების დირექტორი ალექსეი ტურნოვსკი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოში პეჟოს ბრენდის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. კომპანია პეჟო 1810 წელს დაარსდა. ცენტრი გთავაზობთ ევროპული ავტომობილების ფართო არჩევანს, ასევე საუკეთესო სერვისს, ევროპაში სერტიფიცირებული მექანიკოსებით. "პეჟო" ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, ის ევროპის მეორე უდიდესი საავტომობილო კონგლომერატ "PSA პეჟო სიტროენის" ნაწილია. პეჟოს მოდელები გაყიდვებში ლიდერობენ და მათ შორის Peugeot 308 2015 წლის დეკემბრიდან გაყიდვების ერთპიროვნული ლიდერია. "პეჟოს" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ლოგო აქვს - ორ ფეზე მდგარი ლომი. ის კომპანიის პროდუქციას 1858 წლიდან ამშვენებს, ავტომობილებზე კი, ამ ემბლემას ყოველთვის დიზაინის ელემენტის როლი ეკისრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)